გორის მესამე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მიხეილ გაბრიელიძე სწავლას ამერიკის წამყვან უნივერსიტეტში გააგრძელებს
გორის მესამე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მიხეილ გაბრიელიძე სწავლას ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტში გააგრძელებს.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, მიხეილ გაბრიელიძე ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში: New York University Shanghai და Mississippi State University წარმატებით ჩაირიცხა, თუმცა, არჩევანი Mississippi State University-ზე შეაჩერა და აგვისტოდან აღნიშნულ უნივერსიტეტში სწავლას კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე გააგრძელებს.
„სიამაყითა და სიხარულით გაცნობებთ, რომ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული მიხეილ გაბრიელიძე სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიხეილმა ოთხი აკადემიური წლის განმავლობაში 300 000 დოლარის ღირებულების დაფინანსება მოიპოვა“, - ნათქვამია მესამე საჯარო სკოლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.