გორის მუნიციპალიტეტში სამუშაოს მაძიებლებისთვის მორიგი მასობრივი გასაუბრება გაიმართა.
შეხვედრა, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერიამ და სასტუმრო „სოლო გრანდმა“ უმასპინძლა, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს და კომპანია „რადარის“ თანამშრომლობით შედგა.
ღონისძიებაზე დასაქმებით დაინტერესებული პირები სასტუმრო „სოლო გრანდის“ ვაკანსიებს გაეცნენ.
შეხვედრის ორგანიზატორების ინფორმაციით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით და სხვადასხვა კომპანიის ინიციატივით, მასობრივი გასაუბრებები ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ტარდება.
„გასაუბრების დაგეგმვისთვის საჭიროა, რომ კომპანიამ წარმოადგინოს 10 ვაკანტურ ადგილზე მეტი, რის შემდეგაც სააგენტო უზრუნველყოფს ღონისძიების ორგანიზებას და დაინტერესებული მოქალაქეების მობილიზებას“, - აცხადებენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში