გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით, ბაკურიანის საზაფხულო ბანაკი გორელ ახალგაზრდებს წელსაც უმასპინძლებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, „საზაფხულო ბანაკი 2023“ - ში მონაწილეობის მისაღებად, ბაკურიანში 150-მდე ახალგაზრდა გაემგზავრება.
პროექტში ჩართვას გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 16-20 წლის ასაკის ახალგაზრდები შეძლებენ.
ბანაკის წევრებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგი თემებზე: ემოციების მართვა, ეფექტური კომუნიკაცია; პროფესიული ორიენტაცია, კარიერის დაგეგმვა; ადგილობრივი თვითმმართველობა, სამოქალაქო აქტივიზმი, ადვოკატირება; პროექტების წერა; ემოციური კაპიტალი. პროექტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობებიც.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად, ახალგაზრდები ბაკურიანში სამ ნაკადად გაემგზავრებიან და საზაფხულო ბანაკში 5 დღე დარჩებიან.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა დარეკონ ნომერზე: 599 85 17 47