საზოგადოება
13.06.2023 15:02
ახალგაზრდა გორელი ექთანი, რომელიც კოვიდსტაციონარში პაციენტებზე გამორჩეულად ზრუნავდა, უმძიმეს სენს ებრძვის და დახმარება სჭირდება

30 წლის გორელი ექთნის, მარ­გო პავ­ლი­აშ­ვი­ლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად რთულია, მარგო ონკოლოგიური პაციენტია და ამჟამად მკურნალობა თურქეთში,  „მედიქალ პარკის" სტამბოლის კლინიკაში  უტარდება.

როგორც მარგოს ახლობლებმა ,,გორის მაცნესთან" განაცხადეს, მკურნალობა და კვლევები კოლოსალურ თანხებს მოითხოვს, რაც, დამატებით, არაერთ პრობლემას ქმნის.

მარგო პავლიაშვილი სა­მე­დი­ცი­ნო ქსელ ,,გორ­მე­დის" გო­რის კლი­ნი­კის ექთნად მუშაობდა. კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან მალევე, 17 აგვისტოს, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ექთანი კორონავირუსით დაინფიცირდა. იგი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელსაც  პირველი ინფიცირებიდან მალევე, 4 თვეში, მეორედ დაუდასტურდა კოვიდ-19.

მარგოს დის, მეგი პავლიაშვილის ინფორმაციით, ახალგაზრდა ექთანს პანდემიის დაწყებიდან ამ დრომდე, კორონავირუსული ინფექცია ოთხჯერ დაუდასტურდა.

,,6 წე­ლია ექთ­ნად ვმუ­შა­ობ, ჯერ თბი­ლის­ში ვმუ­შა­ობ­დი, შემ­დეგ კი - გორ­ში. უკვე მე-3 წე­ლია, ,,გორ­მე­დის" თე­რა­პი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის მედ­და ვარ. მას შემ­დეგ კი, რაც კლი­ნი­კა ჰიბ­რი­დულ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­და და კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის მი­ღე­ბაც და­ი­წყო, უკვე კო­ვიდსტა­ცი­ო­ნარ­ში ვმუ­შა­ობ", - აცხადებდა მარგო პავლიაშვილი 2021 წლის იანვარში მედიასთან.

მარგო მარ­ტო­ხე­ლა დედაა, ორ მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს.

ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ის პაციენტები, რომლებსაც მკურნალობა ,,გორმედში" უტარდებოდათ,  განსაკუთრებით აღნიშნავდნენ ახალგაზრდა, ძალზე ენერგიული ექთნის მზრუნველობას. ამის შესახებ თავად მარგო ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებდა, რომ ,,როცა ადამიანს უჭირს, მისთვის თითოეულ სიტყვას მნიშვნელობა აქვს".

,,ზო­გა­დად, ყუ­რა­დღე­ბა და თბი­ლად მოქ­ცე­ვა ყვე­ლას სი­ა­მოვ­ნებს, მი­თუფ­რო, როცა ადა­მი­ანს უჭირს. მის­თვის თი­თო­ე­ულ სი­ტყვას მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. პა­ცი­ენ­ტე­ბის მხრი­დან უხე­შო­ბა არ მახ­სენ­დე­ბა. ყო­ფი­ლა ფსი­ქი­კუ­რი დარ­ღვე­ვე­ბის მქო­ნე კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტიც, თუმ­ცა, მშვი­დი მიდ­გო­მით და მზრუნ­ვე­ლო­ბით, არა­ნა­ირ გარ­თუ­ლე­ბას არ ჰქო­ნია ად­გი­ლი", - ამბობდა მარგო პავლიაშვილი, რომელსაც ახლა თავადაც ძალიან უჭირს და მისთვის როგორც თითოეულ სიტყვას, ასევე თითოეული ლარით ფინანსურ მხარდაჭერასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს ბანკი: GE83BG0000000541495511

თიბისი: GE22TB7511845064300050

მიმღები - მადონა პავლიაშვილი

კვირის ამბები