კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, გორი-კარალეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე გარეგანათება მოეწყო.
გზაგამტარი ხიდიდან სოფელ კარალეთის შესასვლელამდე დამონტაჟდა 35 ახალი ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათი, ამოიცვალა გარეგანათების 12 ნათურა. სამ ლოკაციაზე კი, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზი აღადგინეს.
„კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ, როგორც გორში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს დაზიანებული სანათების ამოცვლა. სოდიუმისა და ეკო ნათურების ახალი, ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათებით ჩანაცვლება არაერთ ლოკაციაზე უკვე განხორციელდა“, - აცხადებენ კეთილმოწყობის სააგენტოში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში