გორელი პარასპორტსმენები კაჭრეთში გამართული ჩემპიონატიდან ორი თასით დაბუნდნენ. მათ ბოულინგში ჯგუფურ, ხოლო მინი გოლფში ინდივიდუალურ წარმატებას მიაღწიეს.
ღონისძიება პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში ჩატარდა და მასში საქართველოს რეგიონიდან 30-მდე შშმ პირი მონაწილეობდა. მათ სპორტის ისეთ ელიტურ სახეობებში ისაპარეზეს, როგორიცაა მიზანში სროლა, ცხენოსნობა, მინი გოლფი, ბოულინგი და ცურვა.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალურ დისციპლინებში.
ღონისძიება, რომლის ერთ-ერთი მხარდამჭერი გორის მუნიციპალიტეტის მერიაა, „ახალგაზრდული მედიაკავშირის“ ორგანიზებით გაიმართა.
„პროექტს ტრადიციული ხასიათი აქვს ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას და მისი აღსრულების ხელშეწყობით შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრებას“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებული პროექტის ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში პარასპორტსმენების მონაწილეობით სხვადასხვა აქტივობა ხორციელდება.