სპორტი
13.06.2023 11:10
აკაკი კაკაურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ მე-12 მემორიალურ ტურნირზე გორელმა მოკრივეებმა 5 მედალი მოიპოვეს
ქუთაისში ჭაბუკებს შორის გამართულ აკაკი კაკაურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ მე-12 მემორიალურ ტურნირზე კრივში, ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სკოლის სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს. გორელებმა 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ტურნირის ვერცხლის პრიზიორი თეკლა არბოლიშვილი (54 კგ.) და ნინო ახალკაცი (52 კგ.) გახდა
ანანო ყეინაშვილმა (46 კგ.), დავით ნიქაბაძემ (57 კგ.) და ნოდარ მინდიაშვილმა (60 კგ.) კი, ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩემპიონატში ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად, ლატვიის, უზბეკეთის, ისრაელის და აზერბაიჯანის გუნდები მონაწილეობდნენ.
კვირის ამბები