ვეტერანთა შორის გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, გორის ძიუდოს სკოლის აღზრდილებმა 2 მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონატის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი პაატა მერებაშვილი გახდა. ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული კი მაია ტარუაშვილმა მოიპოვა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ორივე სპორტსმენი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილია. ამასთან, პაატა მერებაშვილი ახალგაზრდებში და 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონია.