საზოგადოება
12.06.2023 16:16
2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი 2024 წლის იანვრიდან შეიზღუდება

2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შეიზღუდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნული რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან უნდა შევიდეს,  ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის კი - 2025 წლის იანვრიდან.

„ჰაერის დაბინძურების საკითხი ყველას გვაწუხებს. ჩვენს ქალაქში, დედაქალაქში და ასევე მსხვილ ქალაქებში ძალიან დიდი პრობლემაა. დეტალური კვლევები გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა. მინდა მიღებული გადაწყვეტილება გაგაცნოთ. ჩვენ დიდი ხანია, რამდენიმე წელია საწვავზე სტანდარტი დავაწესეთ და ევრო 5-ის სტანდარტის საწვავი შემოდის საქართველოში. ამას მონიტორინგს მუდმივად უტარებს გარემოს ეროვნული სააგენტო. დიზელი იყო დარჩენილი, მივიღეთ გადაწყვეტილება და ევრო 5-ის სტანდარტის დიზელი შემოდის. ხარისხის რუტინულად შემოწმება ხდება. დღეს

,,ერთი-ერთი მთავარი გამოწვევაა ჰაერის დაბინძურება, რაც დაკავშირებულია ბევრ გაუმართავ ავტომობილთან. ბოლო 4 წლის განმავლობაში გაზომვების შედეგები გვაჩვენებს, რომ აზოტის ორჟანგით ჰაერის დაბინძურების უმთავრესი წყარო არის სწორედ ეს მოძველებული და გაუმართავი ავტოტრანსპორტი. მოგეხსენებათ, რომ ეს პირდაპირ კავშირშია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან და ვფიქრობთ, ეს ყველაფერი დადებითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც. ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში ავტომობილების ევრო 5-ის სტანდარტი შემოვიღოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის ძალაში 2024 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა შევიდეს, ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის კი -2025 წლის 1-ელი იანვრიდან. მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ქვეყანაში უკვე არსებულ ავტომობილებს, ისევე როგორც რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნებისთვის შემოსულ ავტომობილებს. რეგიონში არცერთი ქვეყანა არ დარჩა, რომელმაც ევრო 5-ის სტანდარტზე არ გადაიყვანა ავტოპარკი. ეს რეგულაციები მანამდე უკვე შემოღებული აქვთ სხვა ქვეყნებს. მათ შორის ჩვენს მეზობლებს სომხეთსა და აზერბაიჯანში. ევროპაში დიდი ხანია ეს სტანდარტია დაწესებული “, - განაცხადა მთავრობის ხელმძღვანელმა.

კვირის ამბები