საზოგადოება
12.06.2023 13:09
ჯამში, 35 კმ-ზე მეტი სიგრძის საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რისთვისაც 18 მლნ. ლარზე მეტია გათვალისწინებული - შიდა ქართლის გუბერნატორი
შიდა ქართლის მასშტაბით, საგზაო ინფრასტეუქტურის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

გორის, ქარელის და კასპის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე სამუშაოებს მხარის რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად გაეცნო.

როგორც მიხეილ შაყულაშვილმა აღნიშნა, ლოკაციები, სადაც სამუშაოები დაიგეგმა მოსახლეობის საჭიროებებზეა ორიენტირებული და მათ უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებაზეა გათვლილი.

„შიდა ქართლის მასშტაბით გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმდინარეობას ადგილზე გავეცანით. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო პროცესი უახლოეს პერიოდში დასრულდება. ჯამში, 35 კმ-ზე მეტი სიგრძის საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რაზეც 18 მლნ. ლარზე მეტია გათვალისწინებული. გზების მოწყობა ისეთ სოფლებში მიმდინარეობს, სადაც გამართული ინფრასტრუქტურა აქამდე არასოდეს ყოფილა. თითოეული პროექტი მოსახლეობის საჭიროებებზეა ორიენტირებული და მოიცავს ისეთ სეგმენტებს, როგორიცაა სოფლების და ცენტრალური გზების დამაკავშირებელი, სკოლებამდე, საბავშვო ბაღებამდე, ამბულატორიებამდე და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურამდე მისასვლელ კეთილმოწყობილი გზები," - აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდების თანადაფინანსებით ხორციელდება.
 
 
კვირის ამბები