საქართველოს ეროვნული ლიგა 3-ის მორიგი ტურის მატჩში საფეხბურთო კლუბი „გორი“ „ირაოს“ დაუპირისპირდა. მატჩი გორელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა.
გორელთაგან მოწინააღმდეგის კარში თითო გოლი ოთარ ანანიაშვილმა და გურამ ბალახაშვილმა გაიტანეს.
ცნობისთვის, მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 10 ივნისს ჩატარდა.