გ. სხირტლაძის და შ. მაისურაძის ხსოვნის საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც ონში გაიმართა, ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა 15 მედალი მოიპოვეს.
ნიკოლოზ ბერიანიძე (20 კგ.), გიორგი გიგაური (26 კგ.), გიორგი ოქროპირიძე (29 კგ.), ლაზარე ინდუაშვილი (35 კგ.), ნიკოლოზ მერაბიშვილი (38 კგ.) და საბა ვართანიანი (+48 კგ.) ტურნირის გამარჯვებულები და ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ.
რაც შეეხება ვერცხლის მედალს, მისი მოპოვება მათე პაპიტაშვილმა შეძლო. სპორტსმენი 26 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
მესამე ადგილსა და ბრინჯაოს მედალს კი - დანიელ გალეგაშვილი (20 კგ.), მათე თუშიშვილი (23 კგ.), ანდრია მახარაშვილი (23 კგ.), ანდრია გამხიტაშვილი (26 კგ.), აივაზ ემინოვი (26 კგ.), გაბრიელ ჩინჩრიკი (29 კგ.), დავით ოქროპირიძე (32 კგ.) და ლექსო გიგაური (32 კგ) დაესაკუთრა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მოპოვებული შედეგის მიხედვით, გ. სხირტლაძისა და შ. მაისურაძის ხსოვნის საერთაშორისო ტურნირი გუნდურ ჩათვლაში გორელთა გუნდური გამარჯვებით დასრულდა.
ცნობისთვის, ტურნირი 9-11 ივნისს ჩატარდა.