საზოგადოება
12.06.2023 11:00
„სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დევნილებსა და ეკომიგრანტებს გრანტები გადაეცემათ

დევნილებსა და ეკომიგრანტებს „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გრანტები გადაეცემათ.

როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აცხადებენ, პროგრამა დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 80, 120 და 160 კვ.მ ზომის სათბურის მოწყობას ითვალისწინებს.

სახელმწიფო პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა და მათი შემოსავლის ზრდა წარმოადგენს.

შეგახსენებთ, აღნიშნული უწყება შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმების და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტებს ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 100 მოქალაქეზეც გასცემს.

კვირის ამბები