ფეინთბოლის ადგილობრივი ჩემპიონატი გორის მერიის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებული გუნდი ფეინთბოლის საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის თანადაფინანსებით განხორციელდა.
შეჯიბრებაში საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და არასამთავრობო ორგანიზაციების გუნდებთან ერთად ტურნირში აქტიურად ჩაერთვნენ ახალგაზრდებიც.
ორგანიზატორების თქმით, პროექტი მიზნად ისახავს ფეინთბოლის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდებისა და საჯარო მოხელეების კიდევ უფრო მეტად დაახლოებას.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში