საზოგადოება
09.06.2023 13:23
მაღალმთიან რეგიონებში სამეწარმეო საქმიანობის წამოწყების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა იწყება

მაღალმთიან რეგიონებში სამეწარმეო საქმიანობის წამოწყების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა იწყება.

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამაში განაცხადების მიღება 20 ივნისს დაიწყება.

„პროგრამის მიზანია, თანადაფინანსების გზით, ხელი შეუწყოს მაღალმთიან დასახლებებში კერძო სექტორის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოახდინოს ახალგაზრდა მეწარმეების, ეკონომიკური აქტივობის ზრდის სტიმულირება და როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე, არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებების მდგრადი განვითარება და ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაცია“, - აცხადებენ უწყებაში.

რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების ოდენობას არანაკლებ 30 000 ლარს და არაუმეტეს 100 000 ლარს შეადგენს (მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს).

დამატებითი 10%-იანი თანადაფინანსებაა განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის და ახალგაზრდა მეწარმეებისთვის - მამაკაცებისთვის 18-დან 35 წლის ჩათვლით, ხოლო ქალების შემთხვევაში, 18-დან 40 წლის ჩათვლით.

ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლების სტატუსით 29 სოფელი სარგებლობს, შესაბამისად, ახალი სახელმწიფო პროგრამით სარგებლობას შეძლებენ ამ დასახლებებში მცხოვრები პირებიც.

კვირის ამბები