„მზე ისევ ამოვა“ - გ. ერისთავის სახელობის თეატრში დღეს სპექტაკლის პრემიერაა
გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში, დღეს კიდევ ერთი პრემიერა გაიმართება.
მაყურებელი, მე-19 საუკუნეში მოღვაწე გორელი დრამატურგის ზურაბ ანტონოვის პიესების მიხედვით დადგმულ წარმოდგენას - „მზე ისევ ამოვა“ იხილავს.
როგორც თეატრში აცხადებენ, პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის -„სტუდენტი რეჟისორების სპექტაკლების დადგმის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
სპექტაკლი დრამის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა გიორგი თენაძემ დადგა.
გ. ერისთავის სახელობის თეატრში მაყურებელს საპრემიერო ჩვენებაზე, დღეს, 19:00 საათზე ელოდებიან.