სპორტი
09.06.2023 11:50
საქართველოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში ზერტის ძალოსნობის დარბაზის წარმომადგენელმა 3 მედალი მოიპოვა

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ზერტის დარბაზის წარმომადგენელმა ოთო ოქრუაშვილმა, საქართველოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში 15 წლამდელთა შორის, 3 ოქროს მედალი მოიპოვა.

სპორტსმენი 55 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და საუკეთესო იყო ატაცში, აკვრასა და ორჭიდში.

ატაცში ოქრუაშვილმა 78 კგ. დააფიქსირა, აკვრაში 96 კგ, ხოლო ორჭიდში 174 კგ.

ცნობისთვის, საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში ზუგდიდში ჩატარდა.

კვირის ამბები