საზოგადოება
08.06.2023 12:35
ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს გრანტები გადაეცემათ

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 100 მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმების და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტი გადაეცემა.

როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აცხადებენ, დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის მიზანს ქვეყანაში რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.

,,პროგრამის მონაწილეები საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ტექნიკასა და ინვენტარს თავადვე არჩევენ. მნიშვნელოვანია, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათ გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო და აღარ მოუწიოთ ქვეყნის დატოვება", - აცხადებენ სააგენტოში.

კვირის ამბები