საზოგადოება
08.06.2023 12:29
გორის ძიუდოს კლუბი VIP JUDO ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის ჭაბუკთა „ოქროს ლიგის“ გამარჯვებულია

გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის ბაზაზე შექმნილი ძიუდოს კლუბი VIP JUDO ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის ჭაბუკთა „ოქროს ლიგის“ გამარჯვებულია. VIP JUDO -მ ფინალურ ეტაპზე ოთხი გუნდური პაექრობა დაასრულა წარმატებით.

გორელებმა ჯერ „ჯორჯიას“ სძლიეს, შემდეგ „თელავს“, ნახევარფინალში „ჩემპიონი 2015“, ფინალში კი „შავი ავაზა“ დაამარცხეს.

გორული კლუბი „ოქროს ლიგაზე“ შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა:

ლუკა დათაშვილი (55 კგ.), დავით სადაღაშვილი (55 კგ.), გიორგი ბაბუციძე (60 კგ.), ნიკოლოზ ჯიღერდიშვილი (60 კგ.), ლუკა ზაუტაშვილი (66 კგ.), ლუკა უხურგუნაშვილი (66 კგ.), მურად ერისთავი (73 კგ.), მალხაზ შატაკიშვილი (73კგ.), ნოდარ კობალაძე (+73კგ.), გიორგი ზურაბაშვილი (+73 კგ.).

კვირის ამბები