საზოგადოება
08.06.2023 12:18
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს რომლებიც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობენ, სტიპენდია დაენიშნათ

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს, რომლებიც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სწავლობენ, ყოველთვიური 300 ლარიანი სოციალური სტიპენდია დაენიშნათ. შესაბამისი ბრძანება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა უკვე გამოსცა.

„უპრეცედენტო გადაწყვეტილება - პირველად, სპეციალურად გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, მიმდინარე სემესტრში (მათ შორის იგულისხმება სემესტრის გასული თვეები), დაენიშნათ ყოველთვიური 300 ლარიანი სოციალური სტიპენდია.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი მადლობას უხდის საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს გორის უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისთვის“, - ნათქვამია გორის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები