კულტურა
08.06.2023 11:39
„უსაზღვრო შემოქმედებითი სივრცეები“ - საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლების მოსწავლეებმა ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს

პროექტის - „უსაზღვრო შემოქმედებითი სივრცეები“ ფარგლებში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების - დიცის, ფლავისმანის, მერეთის და ქვეშის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართულ ღონისძიებას დიცის საჯარო სკოლამ უმასპინძლა.

გამოფენის მოწყობამდე, ოთხივე სოფლის სკოლის მოსწავლეებს სახვითი ხელოვნების, დიზაინისა და მედიახელოვნების ფაკულტეტების პედაგოგები და სტუდენტები შეხვდნენ. პროექტის მონაწილეებს სამხატვრო აკადემიის სასწავლო-შემოქმედებითი საქმიანობა გააცნეს და მოზარდებს სახვითი ხელოვნების ნამუშევრების შექმნისთვის საჭირო მასალებიც გადასცეს. სპეციალისტებმა, შემოქმედებითი პროექტების განხორციელების მიზნით, მოსწავლეების შემადგენლობით ჩამოაყალიბეს თემატური ჯგუფებიც.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, პროექტის მიზანია რეგიონებში კულტურული ცხოვრების გააქტიურება, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და მათი შესაძლებლობების განვითარება.

კვირის ამბები