რეგიონი
07.06.2023 15:34
2023 წელს შიდა ქართლში 24 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

2023 წელს შიდა ქართლში 24 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი, 3 საბავშო ბაღს კი, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, 4 ბაღი გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ვარიანში, შავშვებში, ფლავსა და ზერტში აშენდება.

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

შეგახსენებთ, 2021-2022 წლებში, შიდა ქართლში 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, ხოლო 8 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

კვირის ამბები