საზოგადოება
07.06.2023 15:03
ახალი საცხოვრებლით გორის მუნიციპალიტეტში კიდევ ორი ოჯახი დაკმაყოფილდება

ახალი საცხოვრებლით გორის მუნიციპალიტეტში კიდევ ორი - გორგიშელების და შავშიშვილების ოჯახი დაკმაყოფილდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, არჩილ შავშიშვილის ხუთსულიანი ოჯახი წლების განმავლობაში ქირით, გორგიშელები კი ავარიულ შენობაში ცხოვრობდნენ, მალე ისინი კეთილმოწყობილ ხის კოტეჯებში გააგრძელებენ ცხოვრებას.

მერეთსა და კარალეთში ხის კოტეჯები გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოადგილესთან, თამაზ შიოშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან თამარ მურალოვასთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალი საცხოვრისით მიმდინარე წელს უკვე 4 ოჯახი უზრუნველყო.

უსახლკარო ოჯახების საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება.

კვირის ამბები