უმცროსი ასაკის სპორტსმენთა შორის გამართულ საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა 10 მედალი მოიპოვეს.
გორელთაგან შეჯიბრების გამარჯვებული გიორგი სომხიშვილი (26 კგ.), გიორგი კურტანიძე (44 კგ.) და ამირან გერმანოზიშვილი (57 კგ.) გახდა.
რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, მას შალვა ბარამაშვილი (26 კგ.), ნიკოლოზ გაგლოშვილი (29 კგ.), გიორგი ქარელი (38 კგ.), საბა ბითარაშვილი (44 კგ.), ერეკლე ქართველიშვილი (44 კგ.), ზუკა დოთიაშვილი (62 კგ.) და ავთანდილ კახნიაშვილი (76 კგ.) დაეუფლნენ.
მოპოვებული შედეგების მიხედვით, გორელებმა გუნდური პირველი ადგილიც დაიკავეს.
ცნობისთვის, ტურნირს ბაღდათმა უმასპინძლა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება