გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ, 2018 წელს, 7 ივნისი სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. აღნიშნული თარიღი მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, წელს მეექვსედ აღინიშნება.
როგორც თარიღის დაარსების ინიციატორები აცხადებენ, აღნიშნული დღის დაწესება კიდევ ერთხელ ცხადყოფს სურსათის უვნებლობის მნიშვნელობას მსოფლიოსთვის და მ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. კვების უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ქვეყნის კეთილდღეობასთან, სოფლის მეურნეობასთან, ბიზნესთან, ტურიზმთან და, ზოგადად, ეკონომიკის მდგრად განვითარებასთან.
2023 წელს, სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის მთავარი გზავნილია - სურსათის უვნებლობის სტანდარტები ჩვენი სიცოცხლის დასაცავად!
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში