ევროპის მუნიციპალიტეტების და რეგიონთა საბჭოს კომიტეტის (CEMR) შეხვედრის ფარგლებში, შვედეთის დელეგაციის წარმომადგენლები თბილისის საკრებულოს წევრებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონს ეწვივნენ.
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი მოინახულეს და ადგილობრივი მეღვინეობის ტრადიციას გაეცნენ.
ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმ-ნაკრძალის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.
ცნობისთვის, საქართველო ევროპის მუნიციპალიტეტების და რეგიონთა საბჭოს კომიტეტის (CEMR) შეხვედრას მასპინძლობს. შეხვედრაში ევროპის მუნიციპალიტეტების და რეგიონთა საბჭოს კომიტეტთან ერთად ევროპის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა საბჭოს, შვედეთის, ნორვეგიის, გერმანიის, ფინეთის, ავსტრიის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის და კვიპროსის დელეგაციები მონაწილეობენ.