ტურიზმი
06.06.2023 16:37
2023 წლის მაისში გორის მუნიციპალიტეტს 40 349 ვიზიტორი სტუმრობდა

მიმდინარე წლის მაისში გორის მუნიციპალიტეტს 40 349 ვიზიტორი სტუმრობდა - სტატისტიკა გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ გამოაქვეყნა.

სააგენტოს ცნობით, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 3 ივნისამდე მუნიციპალიტეტს 102 969 ვიზიტორი სტუმრობდა, მათ შორის 75 779 უცხოელია.

შეგახსენებთ, რომ ტურისტული სეზონი გორის მუნიციპალიტეტში ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნა. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დამთვალიერებელთა ნაკადის ზრდას მომდევნო თვეებში ელიან.

კვირის ამბები