სპორტი
06.06.2023 15:50
საქართველოს ჩემპიონატზე კიკბოქსინგში გორელებმა 8 მედალი მოიპოვეს

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის გუნდმა  ჭაბუკებში, ახალგაზრდებსა და დიდებში საქართველოს ჩეპიონატზე კიკბოქსინგში, 6 პირველი, 1 მეორე და 1 მესამე ადგილი დაიკავეს.

ვახტანგ ჭოჭელი (45 კგ.), ლუკა ბლიაძე (57 კგ.), ლექსო კაპანაძე (54 კგ), ნიკა მთიულიშვილი (60 კგ.), ლუკა ყეინაშვილი (67 კგ.) და ლუკა თოფჩიშვილი (57 კგ.) ჩემპიონატის გამარჯვებულები და ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ.

რაც შეეხება ვერცხლის მედალს, მისი მოპოვება ბექა ბალიაშვილმა შეძლო. სპორტსმენი 48 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

დათა გელაშვილი (67 კგ.) კი ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის პრიზიორი გახდა.

უნდა აღინიშნოს, რომ მოპოვებული შედეგების მიხედვით, გორელებმა გუნდური პირველი ადგილიც დაიკავეს.

ცნობისთვის, საქართველოს ჩემპიონატი კიკბოქსინგში სენაკში 3-4 ივნისს ჩატარდა.

კვირის ამბები