გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა, ქარელში გამართულ შოთა ხაბარელისადმი მიძღვნილ ტურნირზე ძიუდოში, 1 პირველი და 2 მესამე ადგილი დაიკავეს.
ტურნირის გამარჯვებული რომა მეგრელიშვილი (55 კგ.) გახდა.
გიორგი ოქროპირიძე (66 კგ.) და გიორგი წურიაშვილი (+66 კგ.) კი, შეჯიბრების ბრინჯაოს მედლის პრიზიორები გახდნენ.
ტურნირი ქარელში 3-4 ივნისს ჩატარდა და მასში 2011-2012 წელს დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.