საზოგადოება
06.06.2023 12:37
უახლოესი 10 დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში კვლავ არასტაბილური ამინდი და პერიოდულად ნალექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოესი 10 დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში კვლავ ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ცნობით, 6 ივნისს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს, 15 საათიდან კი კვლავ წვიმაა ნავარაუდევი.

პერიოდულად ნალექია ნავარაუდევი გორის მუნიციპალიტეტში 7 ივნისსაც.

+23 გრადუსი და დღის მეორე ნახევარში მცირე წვიმაა ნავარაუდევი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 8 ივნისს.

სინოპტიკოსების ცნობით, გორში 9-10 მაისს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, პერიოდულად ღრუბლიანობა და +25.

პერიოდულად ნალექი, ცვალებადი ღრუბლიანობა და ელჭექია ნავარაუდევი გორის მუნიციპალიტეტში 11-დან 15 ივნისის ჩათვლით, ზოგ ლოკაციაზე ნავარაუდევია სეტყვაც.

კვირის ამბები