სპორტი
06.06.2023 12:25
რუმინეთში თავისუფალ ჭიდაობაში გამართული საერთაშორისო ტურნირი გორელებმა 3 მედლით დაასრულეს
ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა, რუმინეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში 15 წლამდელებს შორის, 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

ტურნირის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი თემურ თუთარაშვილი (41 კგ.) და გოგა ოთინაშვილი (57 კგ.) გახდა.
რაც შეეხება ვერცხლის მედალს, ამ სინჯის მოპოვება რატი რევაზაშვილმა შეძლო, რომელიც 62 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

ცნობისთვის, შეჯიბრება საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 15 მედლით დაასრულა.
კვირის ამბები