საზოგადოება
06.06.2023 11:46
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებმა სოფელ მეღვრეკისში გახსნილ ძალოსნობის სკოლას ინვენტარი გადასცეს

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ე.წ. ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს მდებარე სოფელ მეღვრეკისში გახსნილი ძალოსნობის სკოლა მოინახულა.

დავით რაზმაძე საკრებულოს წევრებთან ერთად სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ კახი კახიაშვილს და მის აღსაზრდელებს შეხვდა.

სტუმრებმა, ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისა და სპორტის აღნიშნული სახეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, დარბაზს საჭირო სპორტული ინვენტარი გადასცეს და აღსაზრდელებს წარმატებები უსურვეს.

 

კვირის ამბები