საზოგადოება
05.06.2023 21:22
სეტყვამ გორის მუნიციპალიტეტის 10 სოფელი დააზარალა

სკრა, რიეთი, ბეთლემი, კოშკები, ტინისხიდი, თედოწმინდა, ოთარშენი, ზემო ხვითი, ზემო და ქვემო ნიქოზი - ეს ის სოფლებია, რომლებიც დღეს საღამოს გორის მუნიციპალიტეტში მოსულმა სეტყვამ დააზარალა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ზოგ სოფელში სეტყვა უფრო ძლიერი იყო, ზოგ მონაკვეთზე კი ცოტა ხანს გაგრძელდა. რაც შეეხება სხვა სოფლებს და მიყენებულ ზიანს, ინფორმაცია ამ წუთებში ზუსტდება.

შეგახსენებთ, მუნიციპალიტეტის სოფლების გარდა, დაახლოებით 20 საათზე დაწყებულ ინტენსიურ წვიმას ძლიერი სეტყვა დაერთო. გორის ზოგ უბანში სეტყვა დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა.

კვირის ამბები