საზოგადოება
05.06.2023 20:54
ძლიერი სეტყვა გორის მუნიციპალიტეტის ცალკეულ მონაკვეთებზე 10 წუთს გაგრძელდა

სეტყვამ გორის მუნიციპალიტეტი დააზარალა. დაახლოებით 20 საათზე დაწყებულ ინტენსიურ წვიმას ქალაქის ზოგ უბანში ძლიერი სეტყვაც დაერთო, გარკვეულ ლოკაციებზე სეტყვა დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა. სეტყვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლების ეზოებში არსებული ვაზი, ბალი, ალუჩა და დეკორატიული ნარგავები.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის სოფლებს, ზიანის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
ინტენსიური წვიმა გორში ამ წუთებშიც გრძელდება. 

კვირის ამბები