კულტურა
05.06.2023 13:14
„გაუგებრობა“ - გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში
გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში მორიგი პრემიერისთვის ემზადებიან.
სპექტაკლს სახელწოდებით - „გაუგებრობა“ გორელი მაყურებლისთვის ნანუკა ხუსკივაძე დგამს. ალბერტ კამიუს პიესა, 1943 წელს ოკუპირებულ საფრანგეთში დაიწერა და ფრანგულიდან პაატა ჯავახიშვილმა თარგმნა.

კაცი, რომელიც დიდი ხანია საზღვარგარეთ ცხოვრობს, დის და დაქვრივებული დედის სანახავად სახლში ბრუნდება და აღმოაჩენს, რომ საკუთრი და და დაქვრივებული დედა ოთახებს აქირავებენ და მდგმურების ქონებას ისაკუთრებენ. კაც ისე იქირავებს ოთახს, რომ თავის ვინაობას არ გაამხელს...

გორის თეატრის სცენაზე დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ მსახიობები: ლიკა კევლიშვილი, ანა ტყებუჩავა, ელენე დარჩია, იორეკ ჩიტაშვილი და ნოდარ ცერცვაძე.

სპექტაკლის სამაგიდო რეპეტიციები უკვე დაწყებულია.
კვირის ამბები