ტურიზმი
06.02.2020 16:38
გორში ტურისტული კომპანია „თრეველ სთორი“ გაიხსნა

გორში ტურისტული კომპანია „თრეველ სთორი“ (TRAVEL STORY) საზეიმოდ გაიხსნა. ცერემონიას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ერასტი ელიჯარაშვილი და პაატა ივანიშვილი, ასევე, შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„თრეველ სთორი“ მომხმარებლებს ტურისტულ მომსახურებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით სთავაზობს.

„მოგეხსენებათ, საქართველოსთვის, ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია ტურიზმის განვითარება და ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. რაც შეეხება „თრეველ სთორის“, მომხმარებელს სთავაზობს არაერთ ტურისტულ პროდუქტს - როგორც ავიაბილეთების შეძენას, ასევე, ნებისმიერ ქვეყანაში სასტუმროების დაჯავშნა, ტრანსფერი და სავიზო მომსახურება. ჩვენ ვთავაზობთ რეალურ და დაბალ ფასებს ჩვენს მოსახლეობას. სამომავლოდ, გვინდა, კიდევ უფრო მეტად დავაინტერესოთ ტურისტები ჩვენი ქვეყნით, ჩვენი რეგიონით და სწორედ ამ მიზნით ვგეგმავთ შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით მუშაობას. ამ ეტაპზე კი, ძირითადი ტურისტული პაკეტები მოიცავს როგორც ინდივიდუალურ, ასევე, ჯგუფურ შიდა და გასვლით ტურებს, გვაქვს კორპორაციული შეთავაზებებიც, რაც გარკვეულ შეღავათებსაც ითვალისწინებს“, - განაცხადა GMnews-სთან საუბრისას ტურისტული სააგენტო „თრეველ სთორი“-ს დამფუძნებელმა ნონა ქიტიაშვილმა.  
ტურისტული სააგენტო „თრეველ სთორი“ გორში, გ. ცაბაძის ქუჩაზე მდებარეობს.

კვირის ამბები