ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 23 სპეცმანქანით განახლდა.
სასწრაფო დახმარების ახალი ავტომობილები ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდება, რაც შეეხება შიდა ქართლს, ახალი სპეცმანქანები გადაეცემა ხაშურის მუნიციპალიტეტს.
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესების და გადაუდებელ შემთხვევებზე ეფექტური რეაგირების მიზნით, ავტოპარკის განახლება მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.
ცნობისთვის, მაღალი გამავლობის, ევროსტანდარტების შესაბამისი ავტომობილები თანამედროვე სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი და რთულ რელიეფზე გადასაადგილებლადაა განკუთვნილი.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება