სპორტი
05.06.2023 11:51
გორში ჩერლიდინგის სარეიტინგო ტურნირი ჩატარდა

გორში ჩერლიდინგის სარეიტინგო ტურნირი ჩატარდა. ჩერლიდინგი ამერიკული სახეობაა, რომელიც მოიცავს შოუს და სანახაობრივი სპორტის სახეობის ელემენტებს (ტანვარჯიში, აკრობატიკა, ცეკვები).

სარეიტინგო ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

ტურნირი გორში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

ტურნირს გორის სპორტის სასახლემ 3 ივნისს უმასპინძლა.

კვირის ამბები