გენო პეტრიაშვილი ბიშკეკის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია. პეტიაშვილმა ფინალამდე სამი მეტოქე დაამარცხა. მან ჩინელ დენ ჟივეის ანგარიშით 4:3 სძლია, ქართულ დაპირისპირებაში სოლომონ მანაშვილს 8:3 აჯობა და ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვა. ნახევარფინალში უზბეკი ხასანაბოი რახიმოვი ანგარიშით 10:0 დაამარცხა, ფინალში კი პეტრიაშვილმა უზბეკ სარდორბეკ ხოლმატოვს სძლია და სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებულიც გახდა.
ცნობისთვის, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბიშკეკის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე, 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.