ტურიზმი
02.06.2023 13:38
გორში „ინკლუზიური ტურიზმის და შშმ პირთა ტურისტული მომსახურების“ თემაზე ტრენინგი გაიმართა
„ინკლუზიური ტურიზმის და შშმ პირთა ტურისტული მომსახურების“ თემაზე გორში ტრენინგი ჩატარდა.
სწავლება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაფინანსებით და შიდა ქართლის ტურიზმის კავშირი - „მეგზურის“ მხარდაჭერით გაიმართა.

პროექტში ჩართულები იყვნენ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების თანამშრომლები, მუნიციპალიტეტში არსებული მუზეუმების და კეთილდღეობის ცენტრის წარმომადგენლები.

ტრენინგს ორგანიზაცია ინკლუზიური ტურიზმის ცენტრი „პარნასის“ ტრენერი, ინკლუზიური ტურიზმის სპეციალისტი, მისაწვდომობის აუდიტის ექსპერტი ნანუკა ჩართოლანი უძღვებოდა.
სწავლებაში ჩართულ ყველა მონაწილეს სერტიფიკატი  გადაეცა.
კვირის ამბები