საზოგადოება
02.06.2023 13:32
გორში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა
გორში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა გასართობი ღონისძიებით აღინიშნა.
აქტივობები, ქალაქში ორ ლოკაციაზე - კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე და ქალაქის ცენტრში არსებულ სკვერში, შადრევანთან მოეწყო.

პატარებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ადგილობრივი შემსრულებლებისთვის, დაეთვალიერებინათ წარმოდგენილი ნამუშევრები, დასწრებოდნენ ანიმატორების წარმოდგენებს.

კულტურის ცენტრში კი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-კონკურსი მოეწყო. ღონისძიებები გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პატარებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. საგამოფენო სივრცეები გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან ერთად დაათვალიერა.

1-ელ ივნისს, მერიის მხარდაჭერით, გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სოციალურად დაუცველ და დევნილ 120 ბავშვს უმასპინძლა. მოზარდებმა სპექტაკლი „კარლსონი“ ნახეს და საჩუქრად ფერადი ბუშტები მიიღეს.
კვირის ამბები