საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ გამოცემული შესაბამისი დადგენილების თანახმად, სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2020 წლის საგაზაფხულო გაწვევა 3 თებერვლიდან 2020 წლის 30 ივნისამდე გასტანს. კანონმდებლობის თანახმად, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის ვალდებულება ეკისრებათ 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პირს არ აქვს სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.
გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურში და გაიარონ რეგისტრაცია. შეგახსენებთ, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის უკანონოდ თავის არიდება კანონით ისჯება და 1000-ლარიან ფულად სანქციას ითვალისწინებს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება