სპორტი
02.06.2023 11:14
გორში 3 ივნისს მარათონული გარბენი გაიმართება
გორში 3 ივნისს მარათონული გარბენი გაიმართება. ღონისძიება გორის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 11:00-ზე დაიწყება და სპორტის სასახლესთან დასრულდება. მარათონში მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გარბენში მონაწილეების რეგისტრაცია 10:00-დან დაიწყება.

გამარჯვებულები, როგორც ვაჟებს, ასევე, გოგონებს შორის გამოვლინდებიან და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან (პირველი ადგილი 500, მეორე - 300, მესამე - 200 ლარი).
შეჯიბრება „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“-ის ფარგლებში ტარდება, რომელიც უკვე მეორედ გაიმართება. ღონისძიება გასულ წელსაც მარათონული გარბენით გაიხსნა.

მიმდინარე წელს „შიდა ქართლის სპორტული თამაშების“ ფარგლებში შეჯიბრებები კალათბურთში, ფეხბურთსა და ქართულ ჭიდაობაშიც ჩატარდება
კვირის ამბები