კულტურა
01.06.2023 14:35
„მზე ისევ ამოვა“ - გ. ერისთავის სახელობის თეატრში სპექტაკლის პრემიერისთვის ემზადებიან

გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატულ თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან.

„მზე ისევ ამოვა“ - ასე ეწოდება სპექტაკლს, რომელიც ზურაბ ანტონოვის პიესების მიხედვით დრამის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა გიორგი თენაძემ დადგა. მაყურებელი მსუბუქი ხასიათის კომედიურ პიესას/ერთმოქმედებიან ვოდევილს იხილავს.

სპექტაკლის პრემიერა 9 და 11 ივნისს გაიმართება. თეატრის ადმინისტრაციის ცნობით, წარმოდგენაზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა უკვე შეუძლიათ.

პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის - „სტუდენტი რეჟისორების სპექტაკლების დადგმის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

კვირის ამბები