საზოგადოება
01.06.2023 12:39
გორში საკალთბურთო მოედნების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

გორში საკალთბურთო მოედნების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტს ა(ა)იპ საკალათბურთო კლუბი „ივერიონი გორი“ გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით ახორციელებს.  სამუშაოები სპორტული ღონისძიებების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.

პროექტი კალათბურთის ფარების გამოცვლას და მოედნების დახაზვას ითვალისწინებს.

მიმდინარე სამუშაოების მიზანი, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდების აღნიშნული სპორტის სახეობით დაინტერესებაა.

„სამწუხაროა, მაგრამ ერთ-ერთ მოედანზე (სხირელის სახელობის საჭიდაო სკოლის მიმდებარედ) აღდგენითი სამუშაოების დასრულებიდან რამდენიმე დღეში მოქალაქეებმა ახალადდამონტაჟებული ფარი დააზიანეს, რის გამოც ა(ა)იპ საკალათბურთო კლუბ „ივერიონი გორს“ მისი აღდგენა განმეორებით მოუწია. გარდა ამისა, სპორტული ინფრასტრუქტურა დაზიანებულია ჭალის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ სპორტულ მოედანზეც.

გორის მუნიციპალიტეტის მერია თითოეულ მოქალაქეს კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, გამოიჩინოთ სოციალური პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდეთ საერთო სარგებლობის სივრცეებს და ნუ დააზიანებთ მათ“, - აცხადებენ მერიაში.

 

 

კვირის ამბები