საზოგადოება
01.06.2023 11:41
დღეიდან სურსათის მწარმოებელი ყველა ბიზნესოპერატორი ვალდებულია HACCP-ი დანერგოს

დღეიდან, 1-ელი ივნისიდან სურსათის მწარმოებელ ყველა ბიზნესოპერატორს ეკისრება ვალდებულება, საფრთხის ანალიზის და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) დანერგოს.

სურსათის უვნებლობის სამსახურის ინფორმაციით, HACCP-ი ინერგება მას შემდეგ, რაც ბიზნესოპერატორი დააკმაყოფილებს წარმოების სანიმუშო პრაქტიკის მოთხოვნებს და განახორციელებს წინასწარ აუცილებელ პროგრამებს (GMP და GHP).

სისტემა ბიზნესოპერატორს საშუალებას აძლევს, წინასწარ განსაზღვროს და თავიდან აიცილოს სურსათის უვნებლობის პოტენციური საფრთხეები, მომხმარებელს მიაწოდოს უვნებელი სურსათი, შეამციროს მომხმარებლებში სურსათისმიერი დაავადებების შემთხვევები, რაც აამაღლებს მისი ბიზნესის კონკურენტუნარიანობას და გაზრდის მომხმარებლის ნდობას.

ახალი რეგულაცია გავრცელდება შემდეგ ბიზნესოპერატორებზე:

სასურსათო მაღაზია, მარკეტი; თაფლის, ნახევარფაბრიკატების რეალიზაცია; ბავშვთა კვების წარმოება-რეალიზაცია, რძით და რძის პროდუქტებით ვაჭრობა, ხილ-ბოსტნეულის რეალიზაცია;

აგრარული ბაზარი; დახლზე ვაჭრობა, ხორცის რეალიზაცია;

ბადაგისა და ჩურჩხელის წარმოება;

კვების პროდუქტების შენახვა, შეფუთვა, დაფასოება;

მცენარეული ცხიმის, მაიონეზის, ზეთის, მარგარინის წარმოება;

საქართველოს ტერიტორიაზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ნიგვზის, თხილის, მზესუმზირის და მისთანების გადამუშავება-რეალიზაცია;

პურ-ფუნთუშეულის, ფქვილოვანი პროდუქციის წარმოება, პურის საცხობი, თონე, არახანგრძლივი შენახვის საკონდიტრო ნაწარმის წარმოება, ბურბუშელას, ფქვილის, ბურღულეულის წარმოება, მარცვლეულის, ფქვილის რეალიზაცია, ორცხობილების და მშრალი ნამცხვრების წარმოება; ხანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის და ნამცხვრების წარმოება, პურის დისტრიბუცია, პურ-ფუნთუშეულით ვაჭრობა, საკონდიტრო წარმოება, შოკოლადის წარმოება, წისქვილი;

საკონსერვო წარმოება;

 

სუნელ-სანელებლების წარმოება, დაფასოება, შენახვა, რეალიზაცია; საკვებდანამატების წარმოება, შენახვა, რეალიზაცია; აჯიკის, მდოგვის, სვანური მარილის წარმოება, დაფნის ფოთლის წარმოება, რეალიზაცია;

უალკოჰოლო სასმელების, ბოთლის სასმელი წყლის წარმოება, ყავის და ჩაის გადამუშავება, რეალიზაცია, დისტრიბუცია, ცენტრალიზებული წყალმომარაგება;

შაქრის, მარილის, გამომშრალი ხილის, ჩიფსის წარმოება;

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, ინფორმირების მიზნით, ბიზნესოპერატორებთან შეხვედრებს მართავენ.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესაბამისად, HACCP-ის სისტემის დანერგვა სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორთან ეტაპობრივად მიმდინარეობს.

 

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესაბამისად, HACCP-ის სისტემის დანერგვა სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორთან ეტაპობრივად მიმდინარეობს

 

 

 

 

 

კვირის ამბები