დღეს ნინოობაა. ქართველთა განმანათლებელი, წმინდა მოციქულთა სწორი ქალწული ნინო წარმოშობით კაბადოკიიდან იყო. მისი მამა - ზაბულონი, საფრანგეთის განმანათლებლად მიიჩნევა.
წმინდა ნინო საქართველოში მე-4 საუკუნეში, ვაზის ჯვრით იმ პერიოდში შემოვიდა, როდესაც ტახტს მეფე მირიანი და დედოფალი ნანა მართავდნენ. მცხეთაში მისვლიდან მეექვსე წელს ნინომ გააქრისტიანა ქართლის დედოფალი ნანა, ხოლო შემდეგ მეფე მირიანი და სამეფო ოჯახის სხვა წევრები.
326 წელს, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, რის შემდეგაც ნინოს რჩევით, მეფემ მოციქულები გაგზავნა იმპერატორ კონსტანტინესთან სამღვდელოების ჩამოსაყვანად, რათა ხალხი მოენათლათ.
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ: 1-ელ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს აღნიშნავს.
წმინდა ნინოს თმით შეკრული ვაზის ჯვარი თბილისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.