საზოგადოება
06.02.2020 15:06
მსოფლიოში 6G ინტერნეტი გამოჩნდა
მეექვსე თაობის ქსელის ინტერნეტის გავრცელების სიჩქარის გადამოწმებას სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერები უკვე ატარებენ. კვლევების მიხედვით, მეექვსე თაობის ქსელში მონაცემთა გადაცემის სიჩქარე წამში, დაახლოებით, ერთ ტერაბიტს აღწევს. არსებული მონაცემებით, ექსპერტების შეფასებით 6G-ს ინტერნეტის სიჩქარე 5G-ზე 1000-ჯერ უფრო ძლიერი იქნება.
6G-ის სიჩქარის შესახებ კვლევები სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერმა მაჰიარ შირვანიმოგადამმა ჩაატარა. სპეციალისტის აზრით, კომუნიკაციის ახალი სტანდარტები კაცობრიობისთვის ტექნოლოგიების ახალ სტანდარტებს წარმოშობს და ტექნოლოგიურ პროგრესს შეუწყობს ხელს.
კვირის ამბები