საზოგადოება
31.05.2023 14:42
„ვიმეგობროთ წიგნთან“ - გორის მერია საგანმანათლებლო პროექტების თანადაფინანსებას აგრძელებს

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით მე-7 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო პროექტი - „ვიმეგობროთ წიგნთან“ ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ზრდის ხელშეწყობაა,  წიგნის კლუბი შეიქმნა და სხვადასხვა სახის სასწავლო-შემეცნებითი აქტივობა იმართება.

პროექტის ფარგლებში გამართულ მორიგ ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელი დაეწრო. ნინო ბერიანიძემ ნახატების, ესსეების და პოსტერების კონკურსების გამარჯვებულების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა, გორის მერიის სახელით კლუბს წიგნები გადასცა და პროექტის ფარგლებში მოწყობილი სამკითხველო დაათვალიერა.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტში მე-7 საჯარო სკოლის 50-მდე მოსწავლეა ჩართული.

ინიციატივა „გორის მუნიციპალიტეტის განათლების ხელშეწყობის და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში“ ხორციელდება.

კვირის ამბები