საზოგადოება
31.05.2023 13:45
კონცერტი, შემეცნებით-გასართობი აქტივობები, ანიმატორები, გამოფენები - გაეცანით, რა იგეგმება გორში 1-ელ ივნისს ბავშვებისთვის
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხვალ, 1-ელ ივნისს, გორში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის სკოლამდელი აღზრდის და კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტო პატარებს გასართობ შოუ-პროგრამებს ორ ლოკაციაზე შესთავაზებს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება 15:00 საათზე, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე (მშვიდობის 12 ა) დაიწყება და გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-კონკურსი.

17:00 საათზე კი ქალაქის ცენტრში, შადრევანთან გაიმართება კონცერტი ადგილობრივი შემსრულებელების მონაწილეობით, ასევე, დაგეგმილია გასართობ-შემეცნებითი აქტივობები.
პატარების საზეიმო განწყობის შექმნაზე იზრუნებენ ანიმატორებიც.
კვირის ამბები